-
2019-07-02 14:42
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახლებული 10 ლარიანი კუპიურა წარმოდგინა.
ახალი ათლარიანის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთელი და ნაწყვეტი მისი ლექსიდან „გაზაფხული“.
კუპიურის უკანა მხარეს გამოსახულია დავით კაკაბაძის კომპოზიცია – „იმერეთი, დედაჩემი“ და საქართველოს
სახელმწიფო გერბი.
მასზე დატანილია თანამედროვე დამცავი ნიშნები, რომელთა ამოცნობაც მარტივადაა შესაძლებელი.
განახლებული 10 ლარიანი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან გამოვა და მიმოქცევაში წინა ემისიის
ბანკნოტებთან ერთად იქნება.
