„ლიდერფუდმა“ საქართველოში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო გახსნა

Image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით კომპანია „ლიდერფუდმა“ წარმოების გაფართოება შეძლო, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

 

აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დასრულდა, მდებარეობს მცხეთაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში , რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და დასაქმებულია 550 ადამიანზე მეტი.

 

თანამედროვე საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური საწარმოო დანადგარებით, რომლის საშუალებით, კომპანია ევროპული სტანდარტების სრული დაცვით აწარმოებს პროდუქციას. „ლიდერფუდი“ დღეისათვის ხორცით მარაგდება გერმანიიდან , მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ხორცის მომწოდებლისგან „ტონიში“, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის უსაფრთხო პროდუქციის მომარაგების კუთხით.

 

ახალ საწარმოში გადასვლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავება და დანერგვა, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს. 

 

კომპანია გაზრდილი საწარმოო შესაძლებლობიდან გამომდინარე გეგმავს გაზარდოს ადგილობრივი, ქართული ხორცის წილი წარმოებაში, რაც ქართველი ფერმერების საქმიანობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 

 

შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

 

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც კომპანია ლიდერფუდის შიდა ინვესტიცია 17 მილიონი ლარია. 

 

სტატია სარეკლამო დანიშნულებისაა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !