-
2016-12-19 12:06
იურისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი წერს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ უნდა მიიღონ, ხოლო კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი.
ბოლო დროს მთავარი თემა მედიაში საკონსტიტუციო კომისია და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებია.
პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა თუ სხვა ფორმით, პარლამეტი ქუთაისში იქნება მხოლოდ თუ თბილისშიც, კონსტიტუციის შესაცვლელი ქვორუმი მაღალი იქნება თუ დაბალი, მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების ვადები ხანგრძლივი იქნება თუ მოკლე, ეს ყველა საკითხი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და მათზე მსჯელობაც იქნება, სამართლებრივი დისკუსიაც და პოლიტიკური დებატებიც.
მაგრამ არის საკითხი, რომელიც ქვეყნის მომავალი სტაბილური განვითარებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და რომლის შეცვლაც გამოიწვევს მყისიერად პრობლემების გაათმაგებას ეკონომიკაში.
ამიტომ არ შეიძლება შეიცვალოს კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამბობს: ახალი გადასახადის შემოღება, ან გადასახადის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმით.
ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ეს ჩანაწერი მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. ამიტომ ის უნდა დარჩეს უცვლელი.
აქვე ვიტყვი ორ საკითხს რაც რეალურად გააუმჯობესებდა კონსტიტუციის ამ ჩანაწერსაც და ბიზნეს გარემოსაც:
1. აქციზზე გავრცელდეს იგივე შეზღუდვა და მისი გაზრდა აღარ შეიძლებოდეს რეფერენდუმის გარეშე.
2. ჩაიწეროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი, რომელსაც მთავრობა არ შეიძლება გაცდეს.
ცალსახად შემიძლია ვთქვა: საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება და უნდა იქნეს გამოყენებული ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.", - წერს პავლე კუბლაშვილი.