რა აუფასურებს ლარს?

Image

ბოლო დღეებია, ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება - რა აუფასურებს ლარს? გთავაზობთ "ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წარმომადგენლის ნიკა ობოლაძის თვალსაზრისს ამ თემაზე. 

 

Brexit

 

ეკონომიკის მინისტრ ქუმსიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურება ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერერენდუმის შედეგებმა გამოიწვია. ეს ალბათ მცდარი მოსაზრებაა, რადგან ბოლო დღეებია ლარი უფასურდება არამარტო აშშ დოლარის მიმართ, არამედ ევროს მიმართაც. უშუალოდ ბრიტანული სტერლინგის გაუფასურებას კი ნაკლები გავლენა უნდა ჰქონოდა ლარზე, რადგანაც 2016 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ბრიტანეთში 2,4 მლნ $ ის საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც ამავე პერიოდის მთლიანი ექსპორტის 0,4%-ს შეადგენს.

 

ფულადი ნაკადები

 

 

1) ექსპორტი - 2016 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს მთლიანმა ექსპორტმა შეადგინა 780 მლნ $, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (884 მლნ ) 11.7 % -ით მცირია.2.17მლრდ დოლარიდან 2.5 მლრდ დოლარამდე, 15 % ით გაიზარდა უარფოფითი სავაჭრო ბალანსი – ფაქტია, ეს ლარზე უარყოფითად უნდა ასახულიყო.

 

2) საერთაშორისო გადმორიცხვები

 

2016 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში უცხოეთიდან გადმოირიცხა 424 მლნ$ რაც 3.2%-ით მცირეა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (438 მლნ $) - ეს ფაქტორიც უარყოფითად უნდა ასახულიყო ლარის კურსზე.

 

3.) ტურიზმი

 

2016წლის პირველ 5 თვეში საქართველოს ესტუმრა 2.119 მლნ ტურისტი, რაც 15.27 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩენებელს. ( 1.838 მლნ ტურისტი) - ცხადია, ამას დადებითად უნდა ემოქმედა ლარის კურსზე.

 

4) ინვესტიციები

 

ინვესტიციების მეორე კვარტლის სტატისტიკა ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პრიველ კვარტალში ინვესტიციების სახით საქართველოში შემოვიდა 376 მლნ$, რაც 103 % ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ( 185 მლნ $ ) - ფაქტია, ამას დადებითად უნდა ემოქმედა ლარის კურსზე.

 

შეგვიძლია დავასკვნათ: რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებები სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვანაირ დინამიკას აჩვენებს, მაგრამ სახეზე ნამდვილად არ არის ისეთი საერთო ვარდნა, რომელსაც ლარის მკვეთრი გაუფასურება უნდა გამოეწვია.

 

მაშინ, რა აუფასურებს ლარს ?

 

ა) ფისკალური პოლიტიკა - 2016 წლის 1-ელ იანვარს ხაზინის ანგარიშზე 622 მლნ ლარი ირიცხებოდა, 2016 წლის ივნისში კი ეს ნაშთი 333 მლნ ლარამდეა შემცირებული. წლის დასაწყისიდან 23 ივნისამდე, ხაზინიდან გადახდილმა გადასახდელებმა 4.46 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც შემოსულობები 4.17 მლრდ ლარის ფარგლებში იყო, აქედან მხოლოდ 3.6 მლრდ ამოვიდა ეკონომიკიდან გადასახადების სახით. კონკრეტულად, 23 ივნისს ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა 30 მილიონიანი დეფიციტური ხარჯვა, შემდეგ 2 დღეში კი ლარი მკვეთრად, 1$=2-22-დან 2,29-მდე გაუარესდა.

 

ბ) ფინანსთა სამინისტროს მიერ დეფიციტური ხარჯის დასაბალანსებლად არაფერი მოუმოქმედებია ეროვნულ ბანკს, რომელმაც 2016 წლის მარტიდან დღემდე 258 მლნ $ შეისყიდა, რამაც, რა თქმა უნდა, გააუფასურა ლარი. მხოლოდ 8-9 ივნისს ეროვნულმა ბანკმა 63 მლნ $ შეისყიდა და მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებია, მას სიტუაციის დასაბალანსებლად ბაზარზე არც ერთი დოლარი არ გამოუტანია.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ: ის რომ ეროვნული ვალუტა წინა წლებთან შედარებით ესოდენ გაუფასურებულია, რა თქმა უნდა ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, იქნება ეს სავიზო რეგულაციების შემოღება, უცხოელებისათვის მიწის გასხვისების აკრძალვა, ბიუჯეტის არაჯანსაღი სტრუქტურა თუ სხვა, მაგრამ კონკრეტულად ბოლო პერიოდში, ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ცვალდებადობა, რაც ძლიერ აზიანებს ეკონომიკას, გამოწვეულია როგორც მთავრობის არასწორი პოლიტიკის, ისე მთავრობისა და ეროვნული ბანკის არაკოორდინირებული მუშაობით.

 

ნიკა ობოლაძე, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"

რედაქტორის რჩევით

ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

2020-02-25 18:07
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

2020-02-25 17:33
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინეს

2020-02-25 17:09
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ...

სამტრედიასთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

2020-02-25 16:48
სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რჩეული ვიდეოები

ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავი ერთ დღეში გახდა(ვიდეო)

2020-02-23 17:27
შარლოტ ავბერი-ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი ერთ დღეში გახდა.

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0291
0.0079
100
RUB
 - 
4.2607
0.0380
1
USD
 - 
2.7946
0.0133

გუშინ:

ჰიტები:3165 უნიკალური:2231

მიმდინარე:

ჰიტები:257 უნიკალური:220