-
2016-03-11 15:02
ახალი პოლტიკური ცენტრის "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ენმ-ს მიერ განსახილველად შეტანილ კანონპროექტს და მასზე საპარლამენტო უმრავლესობის რეაქციას აკრიტიკებს.
"ორი საათი იკამათეს უმრავლესობამ და ნაც. მოძრაობამ, ნაც მოძრაობის მიერ ინიცირებულ მიწის კანონპროექტზე, სადაც ერთი სიტყვაც არაა ისეთი, რასაც მოქმედი კანონმდებლობაში არ წერია...
ანუ ერთი მხარე (ნაც მოძრაობა) ამტკიცებს, რომ ესაა ნამდვილი რეფორმა, ხოლო მეორე მხარე (ქ.ოცნება) ამტკიცებს რომ არ შეიძლება ამის გაუაზრებელი მიღება...
არადა, ეს ყველაფერი დღესაც მოქმედებს...", - აღნიშნავს იაგო ხვიჩია, რომელმაც სახელმწიფოს მიერ გლეხების კუთვნილი მიწების მიტაცების საშიშროებაზე ცოტა ხნის წინ პირველმა გააკეთა ხმამაღალი განცხადება "გირჩის" სახელით.