"ფრონტერას" აღმოჩენა საქართველოში ბუნებრივი აირის უდიდეს საბადოზე - მითი თუ რეალობა?

Image

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში გაზისა და ნავთობის საბადოებია აღმოჩენილი. ეს განცხადებები მხოლოდ ამ კომპანიის კვლევას ეფუძნება და მათ არასდროს წარუდგენიათ მთავრობაში შესაბამისი მტკიცებულებები, თუნდაც, კვლევის მეთოდების ანალიზი. ამის შესახებ "ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ 2015 წელს წერდა.

 

ახალი განცხადების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 5 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგია.

 

"სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა მოამარაგოს”, – ეს განცხადება ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ,,ფრონტერას” ხელმძღვანელმა გააკეთა. სტივ ნიკარსონმა საბჭოს სხდომაზე საქართველოში აღმოჩენილ გაზის რესურსებზე ისაუბრა.

 

,,ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ბაზარზე 10 წლის განმავლობაში გავა და გაზის მიწოდების კუთხით თამაშის წესებს შეცვლის. საქართველო გაზს მიაწვდის თურქეთს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს. სამიდან ხუთი წლის ვადაში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება”, – განაცხადა სტივ ნიკარსონმა.

 

"ბანკები და ფინანსები" ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში წერდა, რომ "ფრონტერას" გაანგარიშება თავდაყირა აყენებს ბუნებრივი აირის მომპოვებელი ქვეყნების მსოფლიო ათეულსაც კი: 

 

“ფრონტერას” გაანგარიშებით, საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი აქვს ვიდრე აზერბაიჯანს. ამასთანავე, ჩვენ ვუსწრებთ ბუნებრივი აირის მომპოვებელ ისეთ ქვეყნებს როგორებიც არიან ლიბია (1,6 ტრილიონი კუბური მეტრი), ქუვეითი (1,8 ტრილიონი), უზბეკეთი (1,8 ტრილიონი), ყაზახეთი (1,9 ტრილიონი), არაბთა გაერთიანებული საემიროები (2,2 ტრილიონი), ნორვეგია (2,3 ტრილიონი), ინდონეზია (3 ტრილიონი), ჩინეთი (3,1 ტრილიონი). ამ გათვლებით, საქართველო ლამის გაზის მომპოვებელი ქვეყნების ათეულშია."

 

ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებს "ფრონტერას" გამოხტომებს. ამ კომპანიამ 2014 წელსაც გააოცა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინა:

 

"ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში. აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კბ_მ გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს, 2014 წლის ივნისში, “ფრონტერას” აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.

 

"სათბობ-ენერგეტიკულ სფეროში ბუნებრივი რესურსების მოპოვებითი სამუშაოების განაწესი ასეთია: თუკი “ფრონტერამ” საბადოზე (რომელიც საკმაოდ პატარაა) 42 მლრდ კბ_მ გაზის გეოლოგიური მარაგები აღმოაჩინა, სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში კი ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ნავთობისა და გაზის სააგენტოსთვის ოფიციალურად უნდა ეცნობებინა. იმ პერიოდში “ფრონტერას” მიერ სახელმწიფოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ საბადოზე მხოლოდ 23 მილიონი კბ-მ გაზის დადასტურებუდი მარაგია. ახალი საბადო კი აღმოჩენილი არ არის.

 

ფაქტობრივად, “ფრონტერას” ეს ზეიმები იმ ზეიმს დაემსგავსა, რამდენიმე წლის წინათ დედოფლისწყაროში ნავთობის “დიდი მარაგების” აღმოჩენის აღსანიშნავად, ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ნავთობი რომ დალია.  მაშინ, აღფრთოვანებული შევარდნაძემ ისიც განაცხადა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის ახალი ეტაპი იწყებოდა. დედოფლისწყაროელებს კი უამრავი სამუშაო ადგილი, უფასო ნავთობპროდუქტები და ელექტრომომარაგებაზე შეღავათიანი ტარიფი გარანტირებული ექნებოდათ. თუმცა, მთელი საქართველო, დედოფლისწყაროში აღმოჩენილი ნავთობით აშენებას დღემდე ელოდება", - წერს "ბანკები და ფინანსები" და ენეგრეტიკოს დავით ელიაშვილის სიტყვები მოჰყავს, რომელიც ამ გათვლებს ზღაპარს უწოდებს:

 

“ასეთი ინფორმაციები “ფრონტერას” მიერ დრო და დრო ვრცელდება ხოლმე. კომპანიამ ერთხელ მაინც ხომ უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, როგორ ჩატარდა კვლევა, ჩააყენოს მთავრობა საქმის კურსში. ეს მხოლოდ ჭორებია. საქართველოში სერიოზული კვლევა არც კი ჩატარებულა”.

 

"საქართველოში თავისუფალი გაზის დადასტურებული მარაგი შეფასებულია 4 საბადოზე: რუსთავის (შუა ეოცენი), სამგორის (ქვედა ეოცენი), ნინოწმინდის (შუა ეოცენი, გაზის ქუდი) და მწარე ხევის (ზედა პლიოცენი) და მათი ჯამური რაოდენობა შეადგენს 1,874 მილიარდ კუბურ მეტრს.

 

გარდა ამისა, ნავთობის საბადოებზე ნავთობში გახსნილი გაზის მარაგი დათვლილია ყველა საბადოზე და ასეთი გაზის დადასტურებული მარაგების ჯამური რაოდენობა შეადგენს 75,3 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ ჯამურად თავისუფალი გაზის და ნავთობში გახსნილი გაზის დადასტურებული მარაგები 1,922 მილიარდ კუბურ მეტრია. ეს “ფრონტერას” გათვლებს 2000-ჯერ ჩამორჩება", - აღნიშნულია "ბანკები და ფინანსების" სტატიაში, რომლის ავტორი მაკა ვარადაშვილია.

 

საქართველოში გაზის მოპოვება 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. ეს იყო სამგორი-პატარძეულის საბადოდან მოპოვებული ნავთობის თანმყოლი გაზი. ნავთობის პიკური მოპოვების პერიოდში (1980-1983 წწ) ასეთი გაზის წლიური მოპოვება 300 მლნ კუბურ მეტრს აღწევდა. მას შემდეგ გაზის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა და კორპორაციის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაზის მომპოვებელმა კომპანიებმა მთლიანად მხოლოდ 69 მლნ კუბური მეტრი აირი მოიპოვეს.

 

რაც შეეხება თავისუფალ გაზს, მისი მოპოვება 1983 წელს დაიწყო, როდესაც რუსთავის გაზის საბადო აღმოაჩინეს. მოგვიანებით, თავისუფალი და მომყოლი გაზის მოპოვება გაგრძელდა, ასევე, ნინოწმინდის უბანზე, სადაც ამჟამადაც მიმდინარეობს. დღეისთვის გაზის მოპოვებითი სამუშაოები საკმაოდ მცირე რაოდენობით ხორციელდება.

 

წყარო: "ბანკები და ფინანსები"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !