
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის თქმით, ის მითითებები, რომლებიც ხელისუფლებამ ეროვნულ ბანკს მისცა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა.
„გთავაზობთ გეგმას, როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება.
ტელევიზიით ხშირად გადის ტრიუკები, ხან სიმაღლიდან ხტებიან, ხან სახიფათო სვლებს აკეთებენ, ამ დროს ხშირად არის ხოლმე წარწერა, რომ გთხოვთ არ გაიმეოროთ.
ამაზე განსაკუთრებით მიუთითებენ ბავშვებს. ახლა რასაც ვიტყვი გთხოვთ, არ გაიმეოროთ. ახლა გთავაზობთ სქემას, როგორც უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება, მაგრამ თუ ეს გაკეთდება არა მარტო ხელისუფლება შეიცვლება, არამედ ქვეყანაც მოჰყვება ნამსხვრევებში. ამიტომ, გირჩევთ, არ გააკეთოთ. რაც შეეხება სქემას:
1) უნდა წაიკითხოთ ეროვნული ბანკისადმი პრეტენზიები, რომელიც გამოთქმული იყო გუშინ და რა არ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა და ურჩევდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ...
ეროვნულ ბანკს, რომ მოლდოვისა და სომხეთის გამოცდილება გაეზიარებინა და სარეზერვო ფონდიდან 5%-ის ნაცვლად უფრო მეტი დაეხარჯა, ეს რეზერვების დაკარგვას გამოიწვევდა,
რაც შეეხება გამოსავალს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის გეგმა, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონების პრივატიზებას გულისხმობს, არის სწორი, თუმცა დაგვიანებული, რადგან არსებულ ვითარებაში შესაძლოა მთავრობას ქონების პრივატიზება და ინვესტორის მოძებნა გაუჭირდეს,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ხელისუფლების მიერ წარდგენილი გეგმა არასდროს უნდა გაიმეორონ პრაქტიკაში.