-
2015-02-27 10:06
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილს გიორგი ქადაგიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არ უწონებს.
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები რისკის შემცველია და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაიმეორონ მისი შეფასებები, რადგან ეს კიდევ უფრო დააზარალებს ქვეყანას.
„არ უნდა გამოიწვიოს ამან ეროვნულ ბანკთან კონფრონტაციული ურთერთობა, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება ძალიან ცუდად. ეს არის ცეცხლთან თამაში,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, შექმნილი ვითარების მთლიანად ეროვნული ბანკისთვის გადაბრალება გაუმართლებელია, რადგან ეკონომიკური ხედვა თავად ხელისუფლებას არ გააჩნია.
„ის რომ ქადაგიძეა მხოლოდ დამნაშავე და მთავრობა არაფერ შუაშია, ამ მეორე ნაწილს ვერ გავიზიარებ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არანაირი ეკონომიკური ხედვა არ არის"-განაცხადა ხუხაშვილმა.
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი გიორგი ქადაგიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზეც მიუთითებს და ამბობს, რომ კრიზისამდე ქვეყანა მისმა უმოქმედობამ მიიყვანა.