„ზედაზენის“ ლიმონათი მათთვის, ვინც კალორიებს ითვლის და არა მხოლოდ მათთვის

Image

ლუდსახარშ ზედაზენში ახალი პროდუქციის ხაზის დიეტური ლიმონათის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დალევა დიაბეტით დაავადებულ პირებსაც შეეძლებათ.

 

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით დიეტური სასმელი მოსახლეობას ფასითაც გააკვირვებს და ლიმონათი ყველა სეგმენტის მოსახლეობისთვის სავსებით ხელმისაწვდომი იქნება.

 

ზედაზენის კომერციული დირექტორის კახა პაიჭაძის თქმით, ზედაზენის ახალ ლიმონათს არ ახასიათებს დიეტური სასმელების სპეციფიური გემო.

 

„ჩვენ შევქმენით პროდუქტი, რომელიც არის ფაქტობრივად ნულოვანი კალორიის შემცველი, ეს პროდუქტი არს განკუთვნილი ძირითადად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური კალორიების გაკონტროლებას, ასევე ეს არის უსაფრთხო დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც.

 

ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრი იმისათვის რომ გადაგველახა ის პრობლემა რასაც ქვია დიეტური გემო, მოგეხსენებათ დიეტურ სასმელებს მოჰყვება დამახასიათებელი  გემო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა შეგვექმნა ისეთი დიეტური სასმელი, რომელსაც ექნებოდა ჩვეულებრივი ლიმონათის გემო და ამ პრობლემას ჩვენ  ნამდვილად  გავუმკლავდით.

 

დღეს უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ უბნის მაღაზიაში მოიკითხოს და შეიძინოს  „ზედაზენის“ ლიმონათის  დიეტური ვარიანტი ხელმისაწვდომ ფასად.  1ლიტრი ლიმონათი ეღირება 1 ლარი, ხოლო 2 ლიტრი ლიმონათის ფასი შეადგენს 1.80 თეთრს“. - განაცხადა  კახა პაიჭაძემ

 

„ასეთი  ტიპის სასმელი, შეიძლება ითქვას  ნაკლებად  მავნებელი იქნება და  გადარჩენა იქნება  მათთვის, განსაკუთრებულად  კი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებიც  ტკბილ სასმელებს  ეტანებიან და ამამდროულად  არიან  ჭარბწონიანები და  აქვთ რისკი იმისა, რომ შემდგომში განუვითარდეთ დიაბეტი“    განმარტა პროფესორმა ჯენარა ქრისტესაშვილმა, რომლის  თქმითაც   „ზედაზენის“ 0 პროცენტიანი ლიმონათი  ნამდვილად  დიდი აღმოჩენა  იქნება ლიმონათის მოყვარულებისთვის.

 

„ზედაზენის“ ამ  ინიციატივას  დროულს უწოდებს  მედიცინის დოქტორი თემურ გაგნიძე - „მივესალმები  მსგავსი სახის პროდუქტის  შექმნას, იმდენად რამდენადაც მოთხოვნა  ნამდვილად  დიდია.  ჭარბწონიანობის პრობლემა  საკმაოდ მწვავედ  დგას  დღეს  ქართული საზოგადოების  წინაშე, თუნდაც  ჩვენი ტრადიციული,  უგემრიელესი  ქართული სამზარეულოს  გამო და შეიძლება  ითქვას,   რომ  „ზედაზენის“  0 პროცენტიანი ლიმონათი დაგვიცავს    შემდეგ განვითარებული რისკებისგან“ - განაცხადა    თემურ გაგნიძემ.

 

 

zedazeni.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !