
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია „არჩევანში“ ზვიად ძიძიგურის გამოსვლას ეხმიანება და მას მიმართავს. ჟვანიას თქმით, სახელმწიფო ინვესტორებს საზღვრიდან აბრუნებს უკან.
„ვაღიარებ! ტელევიზორისთვის დიდი ხანია არ მიყურებია და მისმენია. დღეს შემომეყურა ცოტა და სერიოზულად დავაშავე.
ძიძიგური! რომელ სავიზო რეგულაციებზე მელაპარაკებით, უცხოელ ბიზნესმენებს საზღვრიდან ერეკებით თქვენი უაზრო კანონშემოქმედებით. იანვარში ინვესტორი, რომელსაც მიმდინარე პროექტში 10 მილიონამდე აქვს ჩადებული, საზღვრიდან გააბრუნეთ და დღეს დილით მეორე ბიზნესმენი გამიბრუნეთ საზღვრიდან, თურქეთიდან დამირეკა, საზვარზე არ შემომიშვეს და ჩემს ქვეყანაში ვბრუნდები, საკონსულოში რომ ვიზა ავიღოო.
ამ ხალხს სახელმწიფო მანქანებით უნდა ხვდებოდეთ აეროპორტებში, ფული შემოაქვთ ქვეყანაში და სამუშაო ადგილებს გიქმნიან!“, - წერს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.