ნოდარ ხადურის აზრით, ლარის კურსის რყევაზე შეკითხვები ფინანსთა სამინისტროს არ უნდა დაუსვან

Image

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებული შეკითხვები.

 

"მე ერთი შემიძლია გითხრათ, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს მე ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი", - განაცხადა ხადურმა, ხოლო კითხვაზე, იხსნის თუ არა პასუხისმგებლობას ფინასთა მინისტრი ლარის ვარდნის გამო, ხადურმა ჟურნალისტებს ურჩია, კანონმდებლობას გაეცნონ.

 

ამის გარდა, ხადურმა არ უპასუხა შეკითხვას, სახეზეა თუ არა შეცდომა ეროვნული ბანკის ქმედებებში:

 

"ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

შეგახსენებთ, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, ნოდარ ხადური საკუთარ პოზიციას ლარის ვარდნაზე მაინც გამოთქვამს ხოლმე. ასე მაგალითად, „იმედის კვირაში“ მან განაცხადა, რომ მოსახლეობამ ოპტიმიზმი უნდა შეინარჩუნოს, რადგან ლარი ცოცხალი ორგანიზმია და მასზე გავლენას ბევრი რამ ახდენს.

 

ამასთან, ხადურმა განაცხადა, რომ ვერ გააკეთებს პროგნოზს, როდის დაუბრუნდება ლარის კურსი ძველ ნიშნულს ან დაუბრუნდება თუ არა საერთოდ.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 1.95 შეადგენდა, რაც ლარის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია. ყველაზე დაბალი კურსი აქამდე 2004 წელს დაფიქსირდა, როცა ლარი დოლართან მიმართებაში 1.82 ნიშნულზე იდგა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !