
ლარის გაუფასურებასთან ერთად გაიზარდა ფასები ცალკეულ პროდუქტებზეც. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ბოლო ორ დღეში, საქართველოში საკვები პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა.
ერთი ტომარა წიწიბურა 10-12 ლარით გაძვირდა, მაგალითად, თუ ტომარა აქამდე 25-26 ლარი ღირდა, ახლა 36-37 ლარი ღირს. გაძვირებულია შაქარიც. ერთი ტომარა შაქარი 61 ლარიდან 64 ლარამდე გაძვირდა. გაძვირებულია ყველა სახის ბურღულეული.
10 თეთრიდან 20 თეთრამდე გაძვირდა შესქელებული რძე და თუ ღირდა 1,50 ლარი, ახალი ფასი 1,65 ლარია. ყველა დასახელების კარაქი 5-დან 10 თეთრამდე გაძვირდა.
რაც შეეხება რძის სხვა პროდუქტებს, ფასი თითქმის არ შეცვლილა.
სავაჭრო ობიექტებში ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.