ენერგოსისტემის პარალიზების მიზეზი: მეცხრე ბლოკი...

Image

"კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, რომ წუხელ, საქართევლოში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზი გარდაბნის რაიონში მდებარე "მე-9 ბლოკია". როგორც სანდო წყარომ "კომერსანტს" განუცხადა, "მე-9 ბლოკის" ქვაბზე ნაპრალია გაჩენილი.

 

"კომერსანტი" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიკა ვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ პრობლემა "მეცხრე ბლოკს" შეექმნა, თუმცა, მისი განცხადებით, პრობლემა არა ქვაბზე ნაპრალის გაჩენის, არამედ ავტომატიკის სისტემის დაზიანების გამო წარმოიშვა.

 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე "მეცხრე ბლოკზე" მიმდინარეობს მუშაობა და მისი გაშვება ხვალისთვის იგეგმება.

 

გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის, რომელიც მოიცავს მეცხრე და მეათე ბლოკებს, მფლობელი შპს "მტკვარი ენერგეტიკაა". 

 

შეგახსენებთ, რომ მეცხრე ბლოკი საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი თემაა, რადგან 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება უშუქობის მიზეზად ძირითად შემთხვევებში "მეცხრე ბლოკს" ასახელებდა.

 

"თბილსრესის" რიგით მე-9 ენერგობლოკი (300 მვტ) ექსპლუატაციაში 1990 წლის ნოემბერში  შევიდა, 1994 წლის იანვარის თვეში კი - მე-10 ენერგობლოკი (300 მვტ).

 

1999 წლის დეკემბერში მე-9 და მე-10 ენერგობლოკები და მათთან დაკავშირებული ინფრასრტუქტურა მფლობელობაში გადაეცა „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგი ბივი“-ს როგორც „თბილსრესი“-საგან დამოუკიდებელი ნაწილი.

 

ახალი იურიდიული პირი დარეგისტრირდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, როგორც შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“ (რეგისტრაციის №2/4-2309).

 

 

შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“-ს მფლობელობაში შევიდა თბოელექტროსადგური 600 მვტ დადგმული სიმძლავრით. შემდგომ, 2003 წლის 1 სექტემბერს „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“ გაყიდულ იქნა ფინურ კომპანიაზე „РАО ნორდიკი“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის „ИНТЕР РАО ЕЭС“-ს.

 

ამასთან დაკავშირებით, 2004 წლის აპრილში შეიცვალა თბოელექტროსადგურის სახელწოდება და დაერქვა შპს „მტკვარი ენერგეტიკა“. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ერთპიროვნულ მფლობელს წარმოადგენს „გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“.

 

"კომერსანტი"

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !