-
2014-11-20 14:04
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჯაფარიძე „ფეიბუქზე“ წერს, რომ საქართველო დან რუსეთში ექსპორტი იზრდება, ამის გამოკლებით კი, მთლიანი ექსპორტის ზრდა, პრაქტიკულად, შეჩერებულია.
„• 2014 წლის აგვისტოდან აღინიშნება ექსპორტის კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (აგვისტო - მინუს 13%, სექტემბერი - მინუს 7%, ოქტომბერი - მინუს 5%)
• ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში იზრდება (2013 წლის 9 თვე - 209%, 2014 წლის 9 თვე - 104%)
• მთლიანი ექსპორტის ზრდის ტემპი კლებულობს (2011 წლის 9 თვე - 34%, 2012 წლის 9 თვე - 14%, 2013 წლის 9 თვე - 14%, 2014 წლის 9 თვე - 7%)
• მთლიანი ექსპორტის ზრდა, რუსეთში ექსპორტის გამოკლებით, პრაქტიკულად შეჩერდა (2011 წლის 9 თვე - 34%, 2012 წლის 9 თვე - 14%, 2013 წლის 9 თვე - 10%, 2014 წლის 9 თვე - 1%).
ექსპორტის დივერსიფიკაციის პროცესი უკიდურესად შენელებულია და საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, როგორც სავაჭრო პარტნიორზე, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - წერს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი.
