
წლის ბოლოს ცნობილი გახდება, რომელ სამინისტროებში ჰქონდა გადაცდომებს ადგილი, რის გამოც ბიუჯეტმა ბოლო 132 მილიონი ლარით იზარალა.
თავდაცვის უწყებასთან ერთად აუდიტის სამსახური ერთდოულად რამდენიმე სამინისრტოს ამოწმებდა. შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, საგარეო, ფინანსთა, იუსტიციის, სპორტის, დევნილთა და ჯანდაცვის უწყებებში მაკონტროლებლები პარალელურ რეჟიმში მუშაობდნენ.
რომელ უწყებებში აღმოჩნდა დარღვევები, ლაშა თორდია საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე არ აკონკრეტებს.
ერთადერთი გამონაკლისი თავდაცვის სამინისტროა. თორდია საქმეების დეტალებს საიდუმლო გრიფის გამო არ ჰყვება, მაგრამ ადასტურებს, რომ დარღვევები უწყებაში გამოვლინდა. ასევე თორდიას განცხადებით, მიმდინარეობს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის დელტას შესწავლა. დელტა ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, თუმცა შემოწმების პერიოდში, ის თავდაცვის უწყების შემადგენლობაში იყო.
საბოლოო დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლის ბოლომდე მოამზადებს და საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. პარალელურად დარღვევების შესახებ მიღებული ინფორმაცია გადაეგზავნება საგამოძიებო უწყებებსაც.
"რუსთავი-2"