
რადიო "თავისუფლების“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტმა რუსულ ენაზე დასვა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა პასუხის გაცემა რუსულ ენაზე დაიწყო,
რაზეც პრემიერის პრესსპიკერმა შენიშვნა მისცა, რომ ქართულად უნდა ეპასუხა.
შენიშვნა მარგველაშვილს საქართველოს პრემიერმინისტრმაც მისცა. მარგველაშვილმა მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ,,ჩვევაა“. შემდეგ შეკითხვაზე გიორგი მარგველაშვილმა ისევ რუსულად დაიწყო პასუხის გაცემა, თუმცა მალევე შეწყვიტა და საუბარი ქართულ ენაზე გააგრძელა.