ბუტა რობაქიძის დედა, „ქომაგის“ დამფუძნებელი ია მეტრეველი ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმდა

Image

2004 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, რომელიც ფონდ „ქომაგის“ დამფუძნებელთა შორის იყო, ჯანდაცვის სამინისტროში, ერთ–ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა.

 

ია მეტრეველი, რომელიც ყოველთვის უარყოფდა რაიმე სახის კავშირს ამჯერად ხელისუფლებაში მყოფ პირებთან, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, სამთავრობო უწყებაში, ჩვენი ინფორმაციით, თებერვლიდან იმუშავებს.

 

შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის აპრილში ია მეტრეველმა, მარი ჯანაშიამ, ლევან გორდეზიანმა და კოტე ჯანდიერმა. მიუხედავად ამისა, ფართო საზოგადოებას ”ქომაგის” დაარსება ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღით ადრე ამცნო და მოსახლეობას ფონდის ფინასური დახმარებისკენაც მოუწოდა.  

 

სწორედ ”ქართული ოცნების” იმერეთის კოორდინატორმა გუბაზ სანიკიძემ მიაწოდა ადგილობრივებს ინფორმაცია ”ქომაგის” შექმნის შესახებ და დაპირდა, რომ ორგანიზაცია ოფისს ქუთაისშიც გახსნიდა.

 

პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ფონდი "ქომაგი“ დაზარალებულ მოქალაქეს ჰპირდებოდა ადვოკატს, მკურნალობის და სხვა ხარჯების ანაზღაურებას. მის მიზნებში მითითებული იყო, რომ ფონდი „მოახდენს წართმეული სოციალური შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე“.

 

ფონდის პრეზენტაციაზე, რომელიც 2012 წლის 15 მაისს შედგა, ია მეტრეველმა აბსურდული და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფონდის საშუალებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად დევნილ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება.

რედაქტორის რჩევით

23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა

2020-02-23 14:49
23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა.

"უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე , რომ შენ გამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!" - ლევან ხურცია მაჩალიკაშვილს

2020-02-23 14:38
მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მეუღლეა სოციალურ ქსელში ~მალხაზ...

ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან

2020-02-23 14:05
ქართველი მეზღვაურები ისე ტყვეობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია მეკობრეების მოთხოვნები - ისინი...
რჩეული ვიდეოები

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა

2020-02-19 12:50
გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0571
0.0000
100
RUB
 - 
4.3980
0.0000
1
USD
 - 
2.8299
0.0000

გუშინ:

ჰიტები:1673 უნიკალური:1251

მიმდინარე:

ჰიტები:1060 უნიკალური:813