
ნაციონალური მოძრაობა ალექსანდრე ჭიკაიძეს პარლამენტში იბარებს და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. გივი თარგამაძე, შს-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მისვლისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ მისი მეტყველების გამო არ დასცინებენ.
თარგამაძის რეპლიკას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ დოლიძემ რეპილიკითვე უპასუხა და განაცხადა, რომ მას სინდისი რომ ჰქონდეს ამ თემებზე არ ისაუბრებდა, თუმცა დოლიძის შეფასებით გივი თარგამაძეს და მის გუნდს სინდისი არ გააჩნია.