
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პრემიერისა და პრეზიდენტის დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილმა შემრიგებლის როლი უნდა შეასრულოს.
„ქვეყნის პრობლემებს თუ მარგველაშვილს ჩამოჰკიდებ, ძალიან სასაცილო იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ თბილისი-დუშეთის ტრასაზე დადის და არაფერს აფუჭებს, უფრო სწორად, ვერ აფუჭებს.
მას გადააბარო პასუხისმგებლობა, არასერიოზულია.
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ჭინჭარი უნდა ეჭიროს ხელში და მინისტრებს სუსხავდეს!
სწორი იქნება, დაბრუნდეს და აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც თავისი ნებით ჩამოკიდა საკიდზე“, - აცხადებს დეპუტატი.
„სარკე“