
გიორგი მარგველაშვილის უწყებამ გაეროდან პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნილ წერილიც გამოაქვეყნა.
„ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ.
როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი.
მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით, გამოგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ გავეცით პასუხი და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გენმდივნის სახელზე,
ამის მერე გვეუბნებიან იმას, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე და ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.