
„მოწვევა აბსტრაქტულად არ იგზავნება, იგზავნება სახელობითი მიწვევა, მაგრამ ის, რომ ეს მოწვევა პრეზიდენტის სახელზე გამოიგზავნა, არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად პრეზიდენტი უნდა წასულიყო, ეს არის პოლიტიკური შეფასების საგანი“-
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ წამყვანის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რატომ მიიღო პრეზიდენტმა ორი თვით გვიან მის სახელზე გამოგზავნილი და საგარეო საქმეთა სამინისტროში მისული მიწვევა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ხელმოწერით.
მანანა კობახიძის განცხადებით, ამ ვიზიტის მზადება დაიწყო პრემიერმინისტრმა და სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო დაგეგმილი აშშ-ში, რომელიც უშუალოდ მთავრობას ეხებოდა და მთავრობას უნდა შეესრულებინა იქ მიღებული გადაწყვეტილებები.