
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" ასაჯაროებს მიმოწერას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, საიდანაც ირკვევა, რომ საგარეო უწყებამ ორი თვის დაგვიანებით მიაწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან მიღებული მიწვევის შესახებ.
მასალებიდან ირკვევა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო–ს გენერალური მდივნის ბან კი მუნისგან პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე მოწვევა 25 თებერვალს მიიღო, საგარეო უწყებამ კი ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2 თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა.
მოგვიანებით, უკვე 7 ივლისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო უწყებას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრებოდა, თუმცა 8 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარგველაშვილის უწყებამ წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გაერო–ში არა პრეზიდენტი მარგველაშვილი, არამედ თავად პრემიერი გაემგზავრებოდა.