
პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტი ახლა ან მომავალში ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას გამორიცხავს.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ პრეზიდენტი არ ხედავს თავის თავს პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტად. შესაბამისად, გამორიცხავს ახლა ან მომავალში პოლიტიკური ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებას", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის შეეცადა შეხვედრაზე იმ საკითხებზე ესაუბრა, "რაც ქართველ ხალხს აინტერესებს და რაც არის მსჯელობის საგანი".
დეპუტატის შეფასებით, შეხედულება რომ პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ხელისუფლების კონკურენტი, აზარალებს ქვეყანას და თავად პრეზიდენტს. ”აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვერ იქნება და არ იქნება პოლიტიკური ხელისუფლების კონკურენტი”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდა, მან შეხვედრაზე საქარტველოს კონსტიტუცია წაიღო.