-
2014-09-11 11:12
,,ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათაშორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია. ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს.
ინტერვიუში ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს. "თან ძალიან აწყობს".