
"თავისუფალი ზონა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" 40-დე აქტივისტი თავს დაესხა ზუგდიდში "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ოფისს. შეგახსენებთ, ორგანიზაციას ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს. გამოცემის ინფორმაციით, ნაცემია რამდენიმე პირი, "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი კი დაკავებულია.
"ნაცემი არიან ოფისის თანამშრომლები მათ შორის ქალებიც. შემთხვევის ადგილას მისული პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ დაეკავებინათ “ქართული ოცნების” აქტივისტები მოიქცნენ პირიქით, სასტიკად სცემეს ოფისთან შეკრებილი ცენტრის მხარდამჭერები.
როგორც თვითმხილველები ამბობენ ზუგდიდის რაიონული პოლიიციის უფროსი გრიგოლ ბესელია პირადად ღებულობდა ძალადობაში მონაწილეობას, თვითმხილველების თანდასწრებით ცენტრის ერთ-ერთ წევრს ტატო ლაგვილავას მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანება, რის შემდეგაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ლაგვილავა გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
პოლიციამ ნაცვლად თავდამსხმელებისა, იქ მყოფი “თავისუფალი ზონის” წევრი ირაკლი პაჭკორია დააკავა. პაჭკორია ამჟამად ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში იმყოფება", - წერს "თავისუფალი ზონა".