
მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეკომპანია “ინტერ”-ის პირდაპირ ეთერში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გადაცემის წამყვანის გარდა, კითხვების დასმის საშუალება მარიუპოლის მოსახლეობასაც მიეცა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, მიხეილ სააკაშვილს სთხოვა უკრაინელი ხალხის დახმარება და მათ სამშობლოშიც იმ რეფორმების გატარება, რომელმაც საქართველოს ასეთი დიდი წარმატება მოუტანა.