
„შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე, რომელიც დაეხმარება მას, წინ წაიწიოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად“,-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს.
„შევთანხმდით თავდაცვის შესაძლებლობების შექმნაზე, რომ პარტნიორი ქვეყნების მიმართ ჩვენი ერთგულება გავაძლიეროთ. ამ ინიციატივის საფუძველი იქნება ჩვენი გამოცდილება, მხარდაჭრა და ინსტრუქციების ჩატარება, რომ პარტნიორებმა თავდაცვის სფეროში რეფორმები განახორციელონ. ეს ინიციატივა გავრცელდება საქართველოზე, მოლდოვასა და იორდანიაზე.
ასევე შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის გადაცემაზე, რომელიც დაეხმარება მას, წინ წაიწიოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად.
საქართველოს მონაწილეობა ახალ ჯგუფში არის მის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება ნატოსთან ურთიერთობაში. საქართველოს სურს, უფრო გააუმჯობესოს საკუთარი შესაძლებლობები, რომ უკეთ იმუშაოს ნატოს ძალებთან ერთად.
მან ამ კუთხით უკვე გადადგა თვალსაჩინო ნაბიჯები. მოხარული ვარ, რომ თქვენმა ქვეყანამ მიიღო იმ ქვეყნების შერჩეულ ჯგუფში მონაწილეობის მიწვევა, რომლებსაც განსაკუთრებული, ახლო ურთიერთობა სურთ ალიანსთან. ამ ჯგუფში მონაწილეობა გააძლიერებს საქართველოს პრაქტიკულ სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან“,-აცხადებს რასმუსენი.