გიორგი მარგველაშვილი იუბილარია

Image

საქართველოს პრეზიდენტი 1969 წლის 4 სექტემბერს თბილისში დაიბადა.

 

 

დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა ხარისხი.

 

1993-1994 წლებში სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი – პრაღა), ხოლო 1993-1996 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 1998 წელს გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

1996-1997 წლებში ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. 1995-დან 2000 წლის ჩათვლით იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI – ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებაზე) თბილისის ოფისში. მომდევნო 12 წელი, 2000-დან 2012 წლის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილი მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012 წლებში) ეკავა რექტორის თანამდებობა. 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩაერთო, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის – ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით.

 

გიორგი მარგველაშვილის წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი.

 

მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). გიორგი მარგველაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ კამპანიისას.

 

საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2013 წლის თებერვალში, მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად. 2013 წლის ოქტომბრის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების გამო, საკუთარი სურვილით დატოვა აღნიშნული თანამდებობა.

 

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მთელი ცხოვრების მანძილზე დაინტერესებული იყო ალპინიზმით. ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიის, მათ შორის „კავკასუს თრეველისთვის".

 

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, გიორგი მარგველაშვილს ჰყავს 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. მისი მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !