
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე სასაცილოც აღარაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის სადღაც დააკავეს.
საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა ალბანეთიდან გააკეთა.
„საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც დამაკავეს. რა შეიძლება ამაზე ითქვას. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე. საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან და იქ ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით.
რა თქმა უნდა მათ მოთხოვნებს არავინ სერიოზულად არ იღებს, მაგრამ ჯობია, ეს ენერგია რასაც ეხლა ხარჯავენ, აქეთ იქით წერილების გზავნაში და რეკვაში და რაღაცები შეთავაზებაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით“, - თქვა მან.
შენიშვნა: ვიდეო აღებულია youtube.com-ზე "პირველი რადიოს" არხიდან