
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ისტერიულად მოითხოვს, რომ სექტემბრის ბოლოს იყოს ამერიკაში და დაგეგმოს მისი გაერო-ში გამოსვლა.
„ჟონავს ინფორმაციები, რომ ფხალაძემ ვერ მოახერხა მარგველაშვილის დარწმუნება, რომ მისი ჩასვლა პრემიერის გამოსვლის პარალელურად, დიდი პოლიტიკური სკანდალი იქნება და ქვეყანას თავი მოეჭრება.
პრეზიდენტის გარემოცვიდან ის ინფორმაციაც ჟონავს, რომ მარგველაშვილს ამ ნაბიჯის გადადგმას „ნაციონალები“ აიძულებენ.
კერძოდ, სახელდება, თემურ იაკობაშვილის გვარი, რომელიც ამერიკაში საქართველოს ელჩი იყო, ასევე გაიჟღერა ბოკერიასა და რურუას გვერებმა, ისინი მარგველაშვილს პირდაპირ აიძულებენ, რომ ამერიკაში ჩავიდეს და გაერო-ს სესიას დაესწროსო.
ჩანაფიქრია, რომ დასავლეთს მარგველაშვილი გააცნონ და ეს შანსი მან უნდა გამოიყენოს, რათა მომავალში მისი ცნობადობა, გააადვილებს რეინკარნირებული "ნაცების" გეგმების სისრულეში მოყვანას“, - წერს „ალია“.