-
2014-09-02 14:54
„სახალხო კრების“ წევრი ლაშა ამირეჯიბი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სარფში ჩატარებულ თათბირთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას აყალიბებს.
„ამით გვითხრა: აგერ მკიდიხართ ყველაო, დაგაფსით თავზეო, ვერც დამიჭერთ და ვერც ფეხებს მომჭამთო.
არ ვიცი, მე მისი საქციელი ასე აღვიქვი. ადრეც გითხარი, რომ საქართველოში შეიქმნება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან, ერთ-ერთი, რომელსაც „ივერია“ უწოდეს, გადაკეთდება პოლიტიკურ პარტიად, სადაც გაერთიანდებიან ყოფილი მინისტრები, ელჩები და ჩინოვნიკები.
ასე გაიშლება დიდი ფრონტი, დასავლეთი ამათ ჯერ გრანტებით, შემდეგ კი იდეოლოგიურადაც დაეხმარება... აგერ არ იყო სააკაშვილი სარფში? თუ დაჭერა გინდა, გადადი, სტაცე ხელი და გადმოათრიე, რას აბლატავებ? კარგი, აქეთ რომ დამნაშავეები ბლატაობენ, იმათ რატომ არ იჭერ?
მაინცდამაინც უნდა გაიქცნენ, რომ მერე ძებნა გამოაცხადო?.. სანამ მიშა მარნეულში არ აგვაფეთქებს, მანამდე ვერ უნდა გაიგონ, რომ ქვემო ქართლში სიტუაციას აზერ სულეიმანოვი ურევს? ეს ადამიანი დღეს არის პარლამენტის „ნაციონალი“ წევრი და დიდი გავლენა აქვს ამ რეგიონში, აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ მთელი რეგიონი ააყროლოს.
აქ ერთი ძველი ამბავიც უნდა გავიხსენოთ, როცა ხათუნა გოგორიშვილი ამბობდა, მე და უსუფაშვილმა ქვემო ქართლზე მოვილაპარაკეთ, ეს რეგიონი ჩვენ უნდა დაგვითმონო, ეს სიმართლე იყო“, - აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.
„ალია“