ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის ოფიციალური წევრებიც ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც საკუთრებას

Image

სამწუხაროდ, ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს ისე, როგორც - საკუთრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

 


,,ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, არის სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი, ასევე ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი, ეპყრობოდნენ სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას. ისინი ფლანგავდნენ ბიუჯეტს, იყენებდნენ თანამდებობრივ ძალაუფლებას პირადი მიზნებისათვის და აბუჩად იგდებდნენ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამდებობის პირები იქცეოდნენ ისე, თითქოს კანონი მათზე არ ვრცელდება. ეს აღარასოდეს უნდა გამეორდეს, დამნაშავენი კი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა გასამართლებაზე პოლიტიკური ზეგავლენა არ დაეშვა. 
"წარსულში თუ დღეს ჩადენილი სისხლის სამართლის ყველა საქმე გადაგზავნილია დამოუკიდებელ პროკურორთან, რომელიც განსაზღვრავს მართლმსაჯულების ადმინისტრირების შემდგომ ნაბიჯებს. დღეს ვერც ერთი სამთავრობო პირი ვერ გადაწყვეტს, რომელი საქმე უნდა განიხილოს სასამართლოში და რომელი - არა. დღეს ეს მართლმსაჯულების სისტემის კომპეტენციაში შედის. დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესები სამართლიანია და პასუხობს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ჩვენ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც დაუსჯელობა აღმოიფხვრება და ვერავინ დადგება კანონზე მაღლა, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინონ დანაშაული. უფრო მეტიც, ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების პირობებში, ჩვენ ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რათა გავასამართლოთ ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევის გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !