ზაქარეიშვილი: "დევნილები არ გვყავს..."

Image

რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების პროცესს „ოკუპაციის ინფრასტრუქტურულ შეფუთვას“ უწოდებს.

მინისტრი აცხადებს, რომ მოსახლეობა ადგილზეა დაცული და „გამყოფი ხაზის გასწვრივ“ ისინიც კი ბრუნდებიან, ვინც იქედან 2008 წლის აგვისტოში გამოვიდნენ.

 

„დევნილები არ გვყავს და გამყოფი ხაზის გასწვრივ ისინიც კი ბრუნდებიან, ვინც იქედან 2008 წლის აგვისტოში გამოვიდა“, – ეს განცხადება პაატა ზაქარეიშვილმა „კურიერში“, 14 დეკემბერს გააკეთა.

 

მინისტრის თქმით, მავთულხლართების გავლების პროცესთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინა პერიოდში სამხედრო ბაზების მშენებლობა და იარაღის შეტანა დაიწყო, მაგრამ ამაზე საუბარი არ ყოფილა: „არც თქვენს ტელევიზიას და არც სხვებს ეგ ამბები არ გაუშუქებიათ“, –აღნიშნა ზაქარეიშვილმა:

 

"რუსებმა ჯერ დაიპყრეს ტერიტორია, ოკუპაცია მოახდინეს, აღიარეს დამოუკიდებლად, მერე ე.წ. ხელისუფლებასთან დაამყარეს ფორმალური ურთიერთობები, ხელშეკრულებების საფუძველზე და სემდეგ დაიწყეს სამხედრო ბაზების მშენებლობა. არცერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია ბაზების მშენებლობა და იარაღის შეტანა.

 

სწორიცაა და კარგია, რომ ყოველ ჩარჭობილ ბოძზე, მავთულხლართების გავლებისას ტელევიზიები იქ არიან, მაგრამ ოცამდე შენობაა აშენებული სამხედრო ინფრასტრუქტურის, იარაღია შეტანილი – ამაზე ადრე არ ყოფილა ლაპარაკი.

 

დღეს ხდება ბოლო ეტაპი ამ ოკუპაციის ინფრასტრუქტურილი შეფუთვისა: მას შემდეგ, რაც ააშენეს ბაზები, ინფრასტრუქტურა, გზები, ისინი ამ ყველაფერს ფუთავენ მავთულხლართებით, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვპასუხობთ, მაგრამ ისე არ უნდა ვუპასუხოთ, რომ მივიღოთ 2008 წლის აგვისტო:

 

ჩვენი ამოცანაა, არ ავყვეთ რუსეთს იმ თამაშში, რაც მათ აწყობთ: აჩვენონ, რომ საქართველო არის ჩამოუყალიბებელი, სპონტანური სახელმწიფო. ჩვენ გვინდა, რომ მოსახლეობა ადგილზე დავიცვათ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ მოსახლეობა დაცული გვყავს ადგილზე, დევნილები არა გვყავს... ჩვენ ვეხმარებით მათ და ვმუშაობთ, ამაში ისინი დარწმუნდებიან, რომ იმ რეგიონში, გამყოფი ხაზის გასწვრივ – მოსახლეობა არა თუ არ გამოდის, ისინიც კი ბრუნდებიან, ვინც გამოვიდა 2008 წლის აგვისტოში...“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !