
საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას რეჯიბ ტაიპ ერდოღანის პირადი მოწვევით დაესწრება, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
დეტალებით სააგენტო „აქცენტი“ დაინტერესდა. საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მოწვევა თურქეთიდან მოვიდა, რათა საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი, სახელმწიფომ კი გადაწყვიტა, რომ ინაუგურაციას არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერი დაესწროს:
„ნოტა მოვიდა, რომ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი. სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წარმომდგენილი ყოფილიყო პრემიერი, ვინაიდნ პრეზიდენტებს შორის, როგორც გვახსოვს ორმხრივი ვიზიტები იყო გაცვლილი. მიზანშეწნილად იქნა მიჩნეული, რომ პრემიერი წასულიყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და ერდოღანს შორის და იმის მოლოდინი არსებობდა, რომ ინაუგურაციაზე პრემიერი გაემგზავრებოდა"- განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.