ირაკლი ღარიბაშვილი: რუხის საავადმყოფოში ჩვენი აფხაზი ძმები შეძლებენ მკურნალობას

Image

რუხში რეგიონული მნიშვნელობის საავადმყოფო აშენდება. - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

 


"რუხში ვიწყებთ რეგიონული მნიშვნელობის საავადმყოფოს მშენებლობას. ამის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მისი ინიციატივით თანამედროვე ტექნიკით და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭირვილი კლინიკა აშენდება, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი. ეს იქნება მრავალპროფილური კლინიკა. მშენებლობის ვადაც განვსაზღვრეთ და ის 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. საავადმყოფოს ძირითად კორპუსებთან ერთად აშენდება სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელიც", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 


მისი თქმით, პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს შეადგენს.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილებიც, სადაც ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. 

 


"ეს საავადმყოფო სერიოზულად გააუმჯობესებს სამეგრელოში და მიმდებარე რეგიონებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს, ჩვენი აფხაზი ძმები შეძლებენ აქ მკურნალობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

 

600 ადამიანი დასაქმდება. არჩევნების წინ შევხვდი მოსახლეობას, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების შესახებ მესაუბრნენ. მათ დავპირდი, რომ ეტაპობრივად შევუდგებოდით პრობლემების მოგვარებას. ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი არის ადამიანი, მისი სოციალური პირობების გაუმჯობესება. დღეს საქართველოში თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და ამ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაპირებისამებრ ვაშენებთ ამბულატორიებს საქართველოს ყველა რაიონში, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვა. მე პირადად მივადევნებ თვალყურს მშენებლობის პროცესს, რომ მაქსიმალურად სწრაფად იქნას აშენებული", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !