შედგა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი თურქეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა პრემიერ-მინისტრ ერდოღანს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და უსურვა წარმატებები.
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი ისტორიული წვლილისათვის და იმედი გამოთქვა ორი ხალხის შემდგომ დაახლოებასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.