
გერმანიის კანცლერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა.
„გასულ კვირას საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, მქონდა საუბარი გერმანიის კანცლერთან, ძალიან პროდუქტიული, ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენ მიმოვიხილეთ მოახლოებული ნატო-ს სამიტი.
როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ჩვენ ველოდებით გერმანიის კანცლერს საქართველოში. სავარაუდოდ ვიზიტი შედგება მომავალი წლის გაზაფხულზე. დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება." - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.