გიგი უგულავა: „ქვეყნის ხელისუფლება „ნეტარყუჩობითაა“ დაკავებული“

Image

დედაქალაქის ყოფილი მერი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ბრალდებას ე.წ. მატროსოვის ციხიდან ეხმაურება.

 

 

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებს ვიტარებდი, არის სრული სიცრუე და წარმოადგენს პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგონილ ტყუილს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე როგორც შხამი ედება ჩვენს ქვეყანას.

 

ივანიშვილის პროკურატურა უკვე დაეჩვია ნახევრად სიმართლის სიმართლედ და დაუჯერებელი ტყუილებით იაფფასიანი პროპაგანდის წარმოებას. ეს სიცრუე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაავრცელეს მაშინდელმა დეპუტატებმა და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ქ-ნ ირინა იმერლიშვილმა.

 

მე მას მაშინვე ვუპასუხე, რომ საბუთებში, რომელიც მან ააფრიალა, იყო რამდენიმე უზუსტობა, კერძოდ, ჩემი სახელის და გვარის ქვემოთ მითითებული იყო ა.შ.შ მისამართი, ასევე საერთოდ სხვა პირების გვარები.

 

სიმართლე კი ის გახლავთ, რომ მე მართლაც ჩავედი სტუმრად, ერთ ან ორი ღამით, პრეზიდენტთან რადგან, ინზბურკში რამდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან შეხვედრა იგეგმებოდა. მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდით შემიძლია ვიმსჯელო მთლიანად ამ ბრალის შემადგენლობაზე და სამართლიანობაზე.

 

ასე რომ, ქვითრების ქექვით პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული. მას ჯერ კიდევ პრემიერობისას სტრასბურგში მიღებაზე დავით ბაქრაძესთან და თინათინ ბოკუჩავასთან საუბრისას წამოცდა. (ეს შეხვედრა და მისი შინაარსი მან გადაცემა პოზიციაშიც ახსნა).

 

სრულიად ცალსახაა, რომ ივანიშვილის სანახაობა გაცვდა, პური ხალხს შემოაკლდა, ხოლო ეს ჟანრის კრიზისი, სამწუხაროდ, ქვეყნის კრიზისს მოასწავებს. ქვეყნის ხელისუფლება კი ამასობაში ,,ნეტარყუჩობითაა"" დაკავებული.

 

პ.ს სახელმწიფოს ხარჯზე გასახდომ პროცედურებზე სწორედ ახლა ვიმყოფები. ნამდვილად ვაპირებ ტყვეობის პერიოდი, მათ შორის წონის დაკლებისთვის გამოვიყენო.

 

გარკვეული წარმატებები უკვე მაქვს კიდეც ამ მიმართულებით. შეგიძლიათ დანახარჯი ქვითრები სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში მოიპოვოთ", - ნათქვამია უგულავას განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !