-
2014-08-15 14:54
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრეი ლისენკოს გაცხდებით, წუხელ რუსეთის მხრიდან, გამშვებ პუნქტ "იზვარინოდან" უკრაინის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა.
„არაერთხელ განვაცხადეთ რუსეთის მხრიდან მძიმე ტექნიკისა და სამხედრო მანქანების მიერ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გადმოკვეთის შესახებ. დღეს კი, ეს ფაქტი უცხოური გამოცემების ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს“, - განაცხადა ანდრეი ლისენკომ.
„გარდიანის“ ჟურნალისტი შონ უოკერიც „ტვიტერზე“ წერს, რომ მის თვალწინ რუსეთის 20-მდე ჯავშანტრანსპორტიორმა და სამხედრო სატვირთოებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს.
რუსული ჯავშანტექნიკის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის თაობაზე განაცხადა ბრიტანული „ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა როლანდ ოლიფანტმაც.
„თავად გავხდი მოწმე, როგორ გადაკვეთა 23-მა რუსულმა ჯავშანტექნიკამ უკრაინის საზღვარი“, - დაწერა როლანდ ოლიფანტმა "ტვიტერზე".
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02