-
2014-08-15 10:06
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
„მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც „ევრო - 4“-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.
აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება.
ამასთან ერთად, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას „ევრო 4“-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02