
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ექსპრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წარდგენის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერ ქვეყანაში ეს იმპიჩმენტისა და გადაყენებისთვის საკმარისი მიზეზი იქნებოდა.
“ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გუშინ ჩამოთვლილი ბრალდებებიდან თუნდაც ორი რომ ავიღოთ, სახელმწიფოს ხარჯებით მასაჟისტის ჩამოყვანა, ან ქალაქის მერისთვის გახდომის პროცედურების გადახდა, იქნებოდა საკმარისი მისი იმპიჩმენტისთვის, გადაყენებისთვის და სამართლებრივი პროცედურების დაწყებისთვის.
ეს 8 მილიონი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, არის საიდუმლო ხარჯები, ამის გარდა კიდევ არის 20 მილიონი, ეს ნებისმიერ ქვეყანაში დასჯადია და ჩვენ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაზე ვერასდროს ვერ გვექნება პრეტენზია, თუ ამ საკითხს ყურადღების გარეშე დავტოვებთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.