
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების იმ ნაწილში, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს, არაფერი საიდუმლო არაა.
„არაფერი საიდუმლო იმაში არაა. მოხსნან. რას ცოდვილობს ივანიშვილი?! 500-ჯერ აქვს მოხსნილი - გაზეთები ამის მეტს რას წერდნენ.
რას მაიმუნობენ?! რაც მოსახსნელი იყო მოხსნეს, მეტი რაღა უნდა გამოექვეყნებინათ – მეგობარი უკრაინის პრეზიდენტს აბანოს ქისის ანგარიშები უკვე გამოუქვეყნეს, ამის შემდეგ რაღა უნდა გამოაქვეყნონ?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ეს ყველაფერი ტრაგიკომედიას ემსგავსება.