-
2014-08-08 11:45
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახლა ალბათ, პუტინი კრემლში ცეკვავს, რადგან ომის წლისთავზე მისი დაპატირების სანქცია აჩუქეს.
“მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ამდენი ჩხრიკეს, ამდენი ქექეს – ბენზინის ერთი ლარი, ბარკლების წილი, ბოლოს კაბინეტში როგორ ვიყიდე სკამები, დაკითხვაზე ჰყავდათ ჩემი თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში და ბოლოს ერთადერთი, რაც ამოქექეს, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება,
თურმე, მინისტრის, რომელიც ჩვენ კორუფციისთვის და ცრუპენტელობისთვის დავითხოვეთ. ასევე ნინო ბურჯანაძის ჩვენება, ზუსტად ასეთივე წარმატებით ჩახალიანსაც უნდა ჩამოართვან ჩვენება, იმიტომ, რომ იმასაც ბევრი რამე აქვს სათქმელი.
შკრილნიკოვმა ალბათ, უკვე დატოვა უკვე ქვეყანა, თორემ ალბათ, ისიც მოუყვებოდა რაღაცეებს, ასევე ალბათ, გევორქიანმაც. სერიოზულად როგორ შეიძლება, ამაზე მსჯელობა?
სად გამოვძებნო დრო, რომ ჩემი ფეხით ჩამოვიდე, ჩავჯდე დილეგში და ამ ყველაფერზე უარი ვთქვა, არ მაქვს ამის დრო, ეს გავაკეთო და არც მათ აქვთ ამის შესაძლებლობები, რომ ეს გააკეთო.
ჩვენ თვითონ რატომ ვიბანძებთ თავს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა რა ხდება. თუ არ მეკითხებიან საქართველოს მთავრობაზე, არსად არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ მრცხვენია.
საქართველო ისევ იმ გზაზე გვყავს დასაბრუნებელი, საიდანაც ძალიან დროებით გადაგვაჩოჩეს. ახლა ალბათ, პუტინი ცეკვავს კრემლში, იმიტომ, რომ ომის წლისთავზე ჩემი საპატიმრო სანქცია აჩუქეს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.