
საქართველოს პრეზიდენტმა „პალიტრა TV“-ის გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი თემა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცედურა იყო.
„ბუნებრივია, არსებობს თემები, რომლებზეც ვფიქრობ, რომ ვერ ვთანხმდებით, მაგალითად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩემი პოზიცია არის ის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო როლი ვითამაშო და ვითარება არ გავამწვავო.
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება უმნიშვნელოვანესი იყო. სხვა შემთხვევებში კი უნდა შევეცადო და ქართული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი – საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი გავაძლიერო, დავაფუძნო და დავამკვიდრო ქართულ პოლიტიკურ სისტემაში.
არც უფრო მეტად ვიდრე ეს ხდებოდა, როცა პრეზიდენტი უფრო მეტ უფლებამოსილებებს იძენდა და არც უფრო ნაკლებად. მე ამ საკითხებთან მიმართებაში ყოველთვის ღია ვარ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.