„საქართველო სომხეთ-აზერბაიჯანის ომში ჩათრეული იქნება“

Image

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით,  კავკასიაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართო მასშტაბიანი ომის შემთხვევაში საქართველო აუცილებლად ჩართული იქნება.

 

 

„აზერბაიჯანული არმია შეიარაღების თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ამიტომაც იქნება ფართომასშტაბიანი ომი. თუ ჩვენ გავიხსენეთ ძველ პერიოდს, მაშინაც იყო ჩათრეული საქართველო ამ ომში", - აცხადებს არეშიძე.

 

მისივე განცხადებით, ქვეყანას ლტოლვილების მიღება ორივე მხრიდან მოუწევს.

 

„ასევე ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ორივე მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მოინდომოს დივერსიული აქტების ჩატარება.

 

 

აზერბაიჯანელებმა სომხეთში მიმავალი გაზსადენის წინააღმდეგ და სომხებმა იმ ენერგომატარებლის კორიდორის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საერთოდ, სხვა ტიპის აქტივობებიც შესაძლებელია.

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენთან არის რეგიონები, სადაც ცხოვრობენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც, ამიტომაც ლოკალური კონფლიქტებიც შესაძლებელია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას, ამ ომის შემთხვევაში წერტილი დაესმება.

 

საქართველო ირიბად თუ პირდაპირ კონფლიქტში ჩართული იქნება, ხელისუფლებას გაუჭირდება რამის გაკეთება. ერთადერთი შუამავლის როლის შესრულებაა შესაძლებელი. ჩვენ მთავარია დავადგინოთ ვის აწყობდა ამ კონფლიქტის ესკალაცია, რაც რამდენიმე დღეში დადგინდება", - აცხადებს არეშიძე.

 

http://primetimenews.ge/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !