„პუტინმა მითხრაო, რომ მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი, სააკაშვილს დაამხობსო“

Image

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა ,,აქცენტებში“ ბადრი პატარკაციშვილის შესახებ ისაუბრა.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას რუსული ,,ფსბ“-ს მეშვეობით გეგმავდა.

 

,,არანაირი გარიგება პატარკაციშვილთან არ ყოფილა, მან ჩვენგან ვერანაირი ქონება ვერ წაიღო. რუსეთში მას არ უშვებდნენ, მაგრამ რუსეთს ის არ ჰყავდა საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული. მაგალითად, ივანოვი რომ ჩამოვიდა თბილისში, მთელი ღამე იყო ბადრისთან სახლში.

 

ყველა ჩამოდიოდა ბადრისთან, ის ფორმალურად წამოსული იყო რუსეთიდან, მაგრამ ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები, განსხვავებით ბერეზოვსკისგან.

 

2007 წელს დსთ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა შემატყობინა, დრო მოვა და ვიტყვი ვინც არის ეს ლიდერი, მაგრამ არ მინდა ახლა პრობლემები შევუქმნა. მანვე შემატყობინა, რომ  ბადრი პატარკაციშვილი რამდენჯერმე შეხვდა ფსბ-ს გენერალს, ჩავიდა, როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. როცა ჰკითხეს ბადრის, თუ რატომ აკეთებდა ამას, უპასუხა, როცა პუტინს  შევხვდები, მას ვეტყვიო.

 

როცა შეხვდა დსთ-ს ეს ლიდერი პუტინს,  მითხრაო, რომ მალე პატარკაციშვილი იქნება საქართველოს ლიდერი, სააკაშვილს დაამხობსო.

 

ეს არის ის, რაც მან მე მითხრა. ამ შეხვედრების შესახებ ვიცოდი მე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !