ალასანია: ჯარში თვითმკვლელობის ფაქტებიც არის და მცდელობებიც გახშირდა, არ დაგიმალავთ...

Image

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს რომ ჩემზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ, ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება,

– ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხდა.

 

მისი თქმით, საგანგაშო იყო არა ის, რომ მინისტრის დისკრედიტირებას ცდილობდნენ, არამედ ის, რომ ასეთი პიარ–კამპანიით ურტყამდნენ ქართული არმიის იმიჯს.

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა მინისტრი მოსაზრებას, რომ ბოლო დროს ქართულ ჯარში თვითმკვლელობის შემთხვევები გახშირდა, ირაკლი ალასანიამ უპასუხა:

 

„თვითმკვლელობის ფაქტებიც არის და მცდელობებიც გახშირდა, არ დაგიმალავთ. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჯარის პრობლემა, ეს საზოგადოების პრობლემაა, ზოგადად. მე საფუძვლიანად შევისწავლე ეს საკითხი: მქონდა სეხვედრა ფსიქოლოგებთან და დავავალე მათ, შეექმნათ ფსიქორეაბილიტაციის, ფსიქოკორექციის პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს პროგრამა მზად არის და მომავალი წლის ასიგნებებშიც გავითვალისწინეთ, რომ შეიქმნას ასეთი დანაყოფები. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, შეიარაღებულ ძალებში, ასეთი დანაყოფები არსებობს“.

 

ირაკლი ალასანიას განცხადებით, „თუ მეტი არა, თხუთმეტამდე თვითმკვლელობის შემთხვევა იყო“. მისი თქმით, მორღვეული იყო სისტემა, რომელიც ამოწმებს იმ ადამიანების ფსიქიკას, ვისაც ჯარში იწვევენ:

 

„როცა ადამიანს ანდობ იარაღს, როცა მას ანდობ შენი ქვეყნის ბედს, ბუნებრივია, საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს ამ ადამიანის ფსიქიკა – ეს მორღვეული იყო და სწორდება. ამავე დროს, ეს პროგრამა შეეხება იმ ბიჭებს, ვინც საერთაშორისო მისიებიდან ბრუნდებიან: მათ სტრესულ გარემოში უწევთ სამსახურის გაწევა, თანაც, მათთვის არაბუნებრივ გარემოში, ქვეყნის გარეთ, ამიტომ სჭირდებათ სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი. სწორედ ამითომ ჩვენ შევქმენით სერიოზული სარეაბილიტაციო პროგრამა“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

რედაქტორის რჩევით

23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა

2020-02-23 14:49
23 თებერვალს გიო ხუციშვილის დაბადების დღეა.

"უბრალოდ სიტყვით მაინც უნდა შეწუხდე , რომ შენ გამო დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დატოვო!" - ლევან ხურცია მაჩალიკაშვილს

2020-02-23 14:38
მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მეუღლეა სოციალურ ქსელში ~მალხაზ...

ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან

2020-02-23 14:05
ქართველი მეზღვაურები ისე ტყვეობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია მეკობრეების მოთხოვნები - ისინი...

საოკუპაციო რეჟიმმა ერთი პირი გაიტაცა

2020-02-23 14:00
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ერთი პირი გაიტაცეს. 
რჩეული ვიდეოები

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა

2020-02-19 12:50
გიორგი გახარიას რეაქცია, როდესაც თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომაზე დააგვიანა.

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0571
0.0000
100
RUB
 - 
4.3980
0.0000
1
USD
 - 
2.8299
0.0000

გუშინ:

ჰიტები:1673 უნიკალური:1251

მიმდინარე:

ჰიტები:956 უნიკალური:731