უგულავა:ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძესა და ახალ მთავრობას...

Image

,,მე მინდა ეს დღე მივულოცო მიხეილ სააკაშვილს, ზვიად გამსახურდიას, ედუად შევარდნაძეს. ასევე მინდა მივულოცო დღევანდელ მათავრობას მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა“, - აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საზეიმო მიღებაზე გააკეთა. 

 

 


"დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდით ამ ისტორიული მისიის შესრულებაში. 

 


2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და სახელმწიფო დაწესებულებაზე აღიმართა ევროპის დროშა. მაშინ ბევრმა აღნიშნა, რომ უტიპია და შეუძლებელელი იყო, საქართველო სრულფასოვან, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო. გავიდა ათი წელი და ჩვენ დღეს ვაწერთ ხელსასოცირების ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ გაიარა გზაგასაყარი. საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი, დაადგება სწორ გზას, ანუ ევროპისკენ მიმავალ გზას.

 

მე მინდა, ყველა თაობის მოქალაქეს მივულოცო ეს დღე. მინდა, ეს დღე მივულოცო საქართველოს ყველა მთავრობის ხელმძღვანელს, ყველა პრეზიდენტს. მე მინდა, მივულოცო ეს დღე ზურაბ ჟვანიას, რომელმაც პირველად თქვა - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი".

 

 მე მინდა ეს დღე მივულოცო მიხეილ სააკაშვილს, ზვიად გამსახურდიას, ედუად შევარდნაძეს. ასევე მინდა მივულოცო დღევანდელ მათავრობას მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, მიუხედავად იმისა რომ ,ზეციური მანანასავით ეს დიდი მისია თავზე დაეცა, მინდა ვუსურვო, რომ საქართველო კიდევ უფრო დააახლოვოს ევროპულ ოჯახს .

 

ეს თითოეული ჩვენთაგანის ვალია, ჩვენი ისტორიისა და შთამომავლობის წინაშე . დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომელთა ფასდაუდებელი შრომა არც კი იცის ჩვენმა საზოგადოებამ. დიდი მადლობა იმ უსახელო გმირებს, რომელთა შრომაზე იდგა ყველაფერი.

 

მე მინდა ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას ეს გზა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ ერთობლივი შრომით ყველაფერს დავძლევთ. საქართველო დაბრუნდება იქ, სადაც არის მისი ადგილი ერთიან ძლიერ ევროპაში",-აღნიშნა უგულავამ. 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !