ირაკლი ალასანია:ამ ხელმოწერას მოჰყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში

Image

ეს არის ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც მოყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად,- საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საზოგადობასა და თანაგუნდელებს ევროკავშირთან ასოცრების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ულოცავს. 

 

 


"ეს არის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც თან მოჰყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად. რაც მთავარია, ეს გზა, რომელიც ავირჩიეთ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან იქნება ხელშეუვალი და გავაგრძელებთ უკვე მწყობრად და მიზანმიმართულად სრულ ინტეგრაციას ევროპაში. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას და ყველას ვინც ძალიან ბევრი იშრომა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

 


მისივე თქმით, მიზანმიმართულად ძლიერდება ეკონომიკური, ენერგო და თავდაცვის უსაფრთხოების საშუალებები. 

 


"ამ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტების მიერ რატიფიცირებას და ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ვართ ძალიან ფრთხილი და მოზომილი, აბსოლუტურად სწორი პოლიტიკის მიმდევრები რუსეთთან მიმართებაში. არ ვაძლევთ არავის მიზეზს, რომ საქართველო გახდეს ესკალაციის მიზეზი, მაგრამ მიზანმიმართულად ვაძლიერებთ როგორც ჩვენს ეკონომიკურ და ენერგო უსაფრთხოებას, ასევე თავდაცვის შესაძლებობებს. ეს არის ის მაგალითი, რომელიც სხვა ქვეყნებმაც უნდა გადაიღონ ჩვენგან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !