
საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან ჩვენი ქვეყნის 20%-ი მის მიერაა ოკუპირებული, - ასე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
როგორც მინისტრი ამბობს, საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მხოლოდ სამი ძირითადი მოთხოვნის შესრულების შემდეგ იფიქრებს, ესენია:
12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, დეოკუპაცია, აღიარების უკან წაღება.
შეგახსენებთ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, 19 ივნისს, ,,რია ნოვოსტის" განუცხადა, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისათვის პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას.